ია ფიფია

პროფესორი; მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი

ია ფიფია

პროფესორი; მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი

i.pipia@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში, მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. ამავე ინსტიტუტში, 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "გადაღუნვები სატელიტურ დნმ-ში" და მიენიჭა ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2012-2021 წლებში იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2021 წლიდან კი იკავებს ამავე ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობას. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებს წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზმების (მცენარეების, ცხოველების, ბაქტერიების) გენომები, მათი სტრუქტურა, გენური შემადგენლობა და ფილოგენეტიკური კავშირები. სამეცნიერო კვლევების ფარგლებში ინტენსიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან, მათ შორის ილინოისის უნივერსიტეტის როი ჯ. კარველის ბიოტექნოლოგიის ცენტრი (აშშ), გველფის უნივერსიტეტი (კანადა), იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი (ისრაელი), მონპელიეს ნაციონალური კვლევების ცენტრი (საფრანგეთი). სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ. სენტ ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ) და იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში (ისრაელი). გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია. არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და ჟურნალ "Turkish Journal of Biodiversity"-ის (თურქეთი) რედკოლეგიის წევრი. აქტიურადაა ჩართული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო პროცესში. 2016 წელს იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა საპატიო სიგელით მეცნიერების დარგში მიღწეული წარმატებისათვის. 2017-2021 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი. 2022 წელს  მისი ავტორობით და შოთა რუსთაველის ფონდისა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მხარდაჭერით, გამოიცა წიგნი „გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედია“. იგი ასევე არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჟურნალ „აგრარულ მეცნიერებათა მაცნეს“ პასუხისმგებელი მდივანი. 2020 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი.

განათლება

2006 - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, სერგი დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტი
2000 - მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ზოგადი გენეტიკა თეორიული კურსი (B)
ზოგადი გენეტიკა ლაბორატორიული კურსი (B)
მცენარეთა გენეტიკა თეორიული კურსი (B)
მოდული 2: გენეტიკა (M)

პუბლიკაციები

ფიფია, ი. (2022). გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედია, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა.

Pipia, I., Nozadze, T. (2021). Aroma compounds of grape and wine. Annals of Agrarian Science, Vol. 19, No 4, pg. 392-398

Pipia, I., Tabidze, V. (2020). Draft annotation of stilbene synthase genes of Georgian grape varieties. Annals of Agrarian Science, Vol. 18, No 3, pg. 246-250

Zecca, G., Grassi, F., Tabidze, V., Pipia, I., Kotorashvili, A., Kotaria, N., Beridze, T. (2019).  Dates and rates in grape's plastomes: evolution in slow motion. Curr Genet. 66(1):123-140. doi: 10.1007/s00294-019-01004-7

Tabidze, V., Pipia, I., Gogniashvili, M., Kunelauri, N. and Beridze, T. (2019). Whole-genome sequencing and gene annotation of Georgian grape cultivars. Acta Hortic. 1248, 287-294
DOI: 10.17660/ActaHortic.2019.1248.41

Pipia, I., Roma, L., Tabidze, V. (2019). Annotation of whole-plastid genomes of wild grapes (Vitis vinifera subsp. sylvestris) from the south Caucasus, Europe and the Mediterranean Basin. Acta Hortic. 1248, 235-240, DOI: 10.17660/ActaHortic.2019.1248.34

Ferrer-Gallego, P., Ferrer-Gallego, R., Laguna, E., Pipia, I., (2019). [2682] Proposal to conserve the name Vitis sylvestris CC Gmel. (Vitaceae) against V. sylvestris W. Bartram. Taxon, 68(2), 409-410. doi:10.1002/tax.12043

Tabidze, V., Pipia, I., Gogniashvili, M., Kunelauri, N., Ujmajuridze, L., Pirtskhalava, M., Vishnepolsky, B., Fields, C.J., Hernandez, A.G., Beridze, T. (2017). Whole genome comparative analysis of four Georgian grape cultivars. Molecular Genetics and Genomic, 292(6):1377-1389.

Pipia, I., Kunelauri, N., Gogniashvili, M., Kotaria, N., Kotorashvili, A., Lacombe, T., Tabidze, V. (2017). Complete plastid genomes of South Caucasian, European and Mediterranean Basin Wild Grapevines. Acta Horticult., DOI 10.17660/ActaHortic.2017.1188.47

Tabidze, V., Pipia, I., Gogniashvili, M., Kunelauri, N. (2017). Molecular evolutionary studies of grape based on next generation plastid and mitochondrial genomics. Acta Horticult., DOI 

Pipia, I., Gogniashvili, M., Tabidze, V., Kotorashvili, A., Kotaria, N. (2015). Plastid DNA Sequence Diversity in Wild Grapevine Samples (Vitis vinifera ssp. sylvestris) from the Caucasus Region: Complete Plastid Genome Sequences of Three Georgian Samples. Acta Horticult., (1), 213-216. DOI: 10.17660/ActaHortic.2015.1082.29

Tabidze, V., Baramidze, G., Pipia, I., Gogniashvili, M. (2015). Genetic Diversity of Grape Based on Chloroplast DNA Sequence Analysis. Acta Horticult., (1), 195-200. DOI: 10.17660/ActaHortic.2015.1082.26

Beridze, T., Pipia, I., Beck, J., Hsu, S.-C., Gamkrelidze, M., Gogniashvili, M., Tabidze, V., This, P., Bacilieri, R., Gotsiridze, V., Glonti, M., Schaal, B. (2014). Plastid DNA sequence diversity in a worldwide set of grapevine cultivars (Vitis vinifera L. subsp. vinifera). Acta Horticulturae, #1046, 609-616. DOI: 10.17660/ActaHortic.2014.1046.84

Tabidze, V., Baramidze, G., Pipia, I., Gogniashvili, M., Ujmajuridze, L., Beridze, T., Hernandez, A., Schaal, B. (2014). The Complete Chloroplast DNA Sequence of Eleven Grape Cultivars. Simultaneous Resequencing Methodology. OENO One, Journal International dessciences de la vigne et du vin (JISVV).